სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის ვინაობა, სავარაუდოდ, ხვალ, 9 ივლისს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი.
„ხვალ საკრებულოს სხდომაზე, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ხაბურზანია გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელის კანდიდატურას წარადგენს“, - განუხადა რადიო „ათინათს“ სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა კობა ბარამიამ.
თუმცა, სენაკის საკრებულოს აპარატში ვერ აკონკრეტებენ თუ ვის წარდგენას გეგმავს საკრებულოს თავმჯდომარე.
აღნისნულ საკითხზე, რადიო „ათინათმა“ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირება ვერ შეძლო.
არასამთავრობო ორაგანიზაცია ქალთა კავშირი, ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი ინგა ქარდავა კი აცხადებს, რომ ხვალენდელი სენაკის საკრებულოს სხდომა უკანონოა, რადგან აღნიშნულ საკითხზე სასამართლოში სარჩელია შეტანილი. მისივე თქმით, სასამართლოში სარჩელი მისმა ორგანიზაციამ და სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ბაბილუამ შეიტანეს.
„ჩვენ გავასაჩივრეთ საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელიც ჩატარდა და სადაც დღის წესრიგში არ იყო შეტანილი სენაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უნდა გამოეცხადებინა ვაკანსია და კონკურსის წესით უნდა დანიშნულიყო სენაკის გამგებელი“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ ინგა ქარდავამ.
ამსათან, ინგა ქარდავა ფიქრობს, რომ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ხაბურზანია ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე გოჩა დგებუაძის კანდიდატურას წარაგენს, რომელსაც სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გურამ მისაბიშვილი მფარველობს.
არასამთავრობო ორაგანიზაცია ქალთა კავშირი, ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხვალ სენაკის საკრებულოსთან აქციები გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები