ევროპული სტილის უჩვეულო სოფელი მალტის კუნძულის ჩრდილო–დასავლეთითაა განლაგებული.
ადგილი იმდენად უჩვეულოა, რომ უფრო გამოგონილს ან ნახატს ჰგავს, ვიდრე რეალურს. სოფლის მეორე სახელი სვიტევენ – ვილიჯია . მთავარი დეტალი, რამაც ის პოპულარული გახადა,ისაა რომ იგი 1980–იან წლებში მიუზიკლ „პოპაი“ – სთვის ააგეს. მოგვიანებით, მან უკვე გასართობი და დასასვენებელი კომპლექსის ფუნქცია შეიძინა. ტურისტებისთვის, რომლებიც ამ ხალისიან სოფელში ხვდებიან, მუდმივად მუშაობენ გასართობი ცენტრები, მუზეუმები და კონოთეატრები. ასევე ნებისმიერ მსურველს,შესანიშნავი საშუალება ეძლევა საკუთარი მულტფილმი შექმნას და ჩანაწერი თან წაიღოს. აქ, სანტას სათამაშო ქალაქთან ერთად, საშობაო აღლუმიც იმართება.
მასალის გამოყენების პირობები