სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გოჩა დგებუაძე დაინიშნა. დგებუაძის კანდიდატურას საკრებულოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საკრებულოს აპარატის უფროსმა კობა ბარამიამ აცნობა.
„სხდომას სულ 21 დეპუტატი ესწრებოდა, აქედან არც ერთი არ ყოფილა წინაარმდეგი. საკრებულოს სხდომას ასევე, ესწრებოდნენ საზოგადოების სახვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები“, - აცხადებს გოჩა ბარამია.
მისვე განმარტებით, მომიტინგეები, რომლებიც საკრებულოს შენობასთან აქციებს მართავდნენ, ერთ-ერთი კანდიდატის, გოჩა ბოკუჩავას მხარდამჭერები არიან.
ცნობისთვის, სენაკის საკრებულოს შენობასთან აქციები დილიდან მიმდინარეობდა. მომიტინგეები საკრებულოს სდომის გამართვას და გამგებლის მოვალეობის დანიშვნას აპროტესტებდნენ. ისინი აცხადებენ, რომ სხდომა უკანონოა, რადგან მათ აღნიშნულ საკითხზე სასამართლოში სარჩელი აქვთ შეტანილი.
მასალის გამოყენების პირობები