ნიუ–იორკის მცხოვრებლებს ამიერიდან შეუძლიათ გაუსაძლის სიცხესაც დაემალონ. მანჰეტენის ცენტრალურ ნაწილში სასტუმრო New York Hilton Midtown –ში, მე–6 ავენიუზე, ქალაქში პირველი ყინულის ბარი გაიხსნა.
ბარში შესვლა 20 დოლარი ღირს. სტუმრებს ესკიმოსების ხელთათმანებს და ქურთუკებს ურიგებენ, რათა მათ ყინვაში კომფორტულად იგრძნონ თავი.
ყინულოვანი ინტერიერის დასამზადებლად, მის მეპატრონეებს 350 ყინულის ბლოკის (45 კგ) მოზიდვა მოუხდათ. ბარის შესასვლელთან, რომელიც მაცივრის კარს ჰგავს, მსუბუქ კორსეტებში გამოწყობილი გოგოები შემოგეგებაბიან, თუმცა ისინი ბარში შესვლას არ ჩქარობენ.
ტემპერატურა ბარში 5 გრადუსია ცელსიუსით, Minus 5 სწორედ ამიტომ დაერქვა.
ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც სითბოს გამოსცემს და ყინულის გალღობას შეძლებს, მაგალითად, მობილური ტელეფონები, შესასვლელთან სპეციალურ სითბოგამძლე უჯრაში რჩება.
მანამდე ორი ასეთი ბარი Minus 5 ლას – ვეგასშიც გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები