"ნაციონალური მოძრაობიდან" გასული 12 მაჟორიტარი, ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის ერთობლივი განცხადება დღეს პარლამენტს სენაკის მაჟოროტარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა გააცნო.
"უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ჩვენი მისამართით წამოსული აგრესია და ცინიზმი ყოველგვარ ფარგლებს გასცდა. გასცდა არა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებს, არამედ ადამიანურ და მორალურ პრინციპებსაც. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ ამაზე გამოხმაურება. როგორც პრესის ერთ-ერთი საშუალებიდან გახდა ცნობილი, იმას, რაც შოთა მალაშხიამ იკადრა, არც პოლიტიკასთან, არც კრიტიკასთან და ზნეობასთან საერთო არაფერი აქვს. მალაშხია რატომღაც ნაძირლებად გვამკობს იმ 12 დეპუტატს, რომლებმაც პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება დამოუკიდებელი სტატუსით ვარჩიეთ. ბოლოდროინდელი კადრების გახმაურების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ არჩევანში არ შევმცდარვართ. ამგვარ უზნეობაზე, ამორალურ, სახელმწიფოებრივ - სისტემურ დანაშაულზე უარის თქმა თუ უზნეობად მიგაჩნიათ, მაშინ მე მიჯობს, ნაძირალა მიწოდოთ რომელიმე დახურულ პარტიულ შეკრებაზე, თუნდაც არაკაცური, ბინძური ეპითეტებით შემამკოთ, მაგრამ ქართველი ხალხის წინაშე სუფთა და მართალი კაცის სახელი მქონდეს, რომელიც ამ სიმახინჯეს გაემიჯნა. ასეთივეა ჩემი კოლეგების პოზიცია, რომლებსაც წამების ამსახველი კადრების შემდგომ გაუმძაფრდათ შეგრძლება, რომ სწორი სამოქალაქო პოზიცია გაიკავეს, როცა დამოუკიდებელი დეპუტატები გახდნენ", - განაცხადა მისაბიშვილმა სესიაზე, რომლიც მალაშხიასთან ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი ზომებს მიღებას აპირებს.
მისივე თქმით, სამართლდამცავი სტრუქტურები აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, თუ რისთვის მზადდებოდა იარაღის სამალავები და ამ საკითხზე ლაშხიას საგაზეთო მასალასაც გაეცნოს.
მისაბიშვილის განცხადების მთავარი ადრესატი დღევადელ რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდა. მას პასუხები ადგილიდან უმცირესობის წევრებმა გასცეს, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები