Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/gamchirvaloba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/gamchirvaloba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/gamchirvaloba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/gamchirvaloba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" სახელმწიფო ქონების ერთ ლარად გასხვისებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" 2007-2012 წლებში, პირდაპირი წესით, სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობა და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება ერთ ლარად არის გასხვისებული. ჩვენთვის უცნობია, იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს ან საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ასევე ცალკე კვლევის საგანი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო გასცემდა სხვადასხვა სახის ქონებას გარკვეული პირობით თუ უპირობოდ კონკრეტულ პირებზე", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაციის განცხადებით, 2007 წელს უპირობოდ გადაცემული ქონების მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, თბილისში ბინები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახებს; ასევე, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცა 12 სახეობის მოძრავი ქონება (ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავები). 2008 წელს კი, ორგანიზაციის ინფორმაციით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა 19 მაისის გახმაურებული ბრძანება, რომლითაც სიმბოლურ ფასად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 მ2) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მას მოგვიანებით, მისი პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ჩამოერთვა ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2008, 2010, 2011 და 2012 წლებში, საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად გადაეცა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა და სხვადასხვა ქონება. 2010 წელს, საინვესტიციო პირობით სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ქუთაისში აკაკი ხორავას ქუჩა #1-ში შენობა ფართობით 1,127.64 მ2 და 22,518 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა. "2011 წელს კი, დაუდგენელი მიზეზებითა და მიზნით სახელმწიფო ქონება პრეზიდენტის განკარგულებით ერთ ლარად გადაეცათ გარკვეულ ფიზიკურ პირებს. მაგალითად, ჰამესტ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 10001კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); არტიუშ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 239265 კვ.მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); მურთაზ კუპრეიშვილს (სენაკის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 386 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); კობა ახვლედიანს (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე არსებული ბინა #12 (საერთო ფართობით 78.50კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ზურაბ შამათავას (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ.#3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-5 სართულზე არსებული ბინა #43(საერთო ფართობით 132კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და მარინა კუპატაძეს (ქ.ბორჯომში, ფიროსმანის ქ.#5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 325 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი)", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამავე წელს, სახელმწიფო ქონება ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე ერთ ლარად გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს, მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას (კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ. არასასოფლ.-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი). 2012 წელს, საინვესტიციო პირობის გარეშე სახელწიფო ქონება გადაეცა: შპს "Hospital Digomi" (თბილისი, ლუბლიანას ქუჩის #5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა #7, ფართობით 206.89კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 4,283.3 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი); კავკასიის სამთო ჯგუფი (ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. #2-ში მდებარე 29813 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); გოდაკო + (ყვარელში (ილიას ტბა) მდებარე 520 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ლოპოტა ტურ სერვისი (თელავში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "ქობულეთის ქ. 3/15" (თბილისში, ქობულეთის ქ.#15-ში მდებარე 387კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 და #2 შენობა-ნაგებობები); სს "ინტერ ბიზნეს სერვისი" (თბილისში, იუმაშევის ქ.#23-ში მდებარე 13 15კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 1685კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" (ყვარელში, კუდიგორაზე მდებარე 1312 კვ.მ არასასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი). 2012 წლის 10 ოქტომბერს კი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შპს "ჯეოლენდს" პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, 8 000 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, "ჯეოლენდის" 50%-ს თბილისის მერის ძმა, ირაკლი უგულავა ფლობს. ამავე წელს, სიმბოლურ ფასად, საინვესტიციო პირობით, ქონება გადაეცათ: შპს "განმუხურის სასტუმროს", შპს "Avante Hospital Management Group"-ს, შპს "ქროსვეისს", შპს "ველაჯიოს", შპს ,,ახალ ოფისს", სს "ლიბერთი ბანკს", აიპ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიას", შპს "ჯემედის", შპს "საქართველოს მეტროპოლიის ცენტრს", სს "თიბისი ბანკს", სს "საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციას" და სხვა იურიდიულ პირებს. "სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად პირდაპირ მიყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილი გამომდინარეობს არასრულყოფილი რეგულირებიდან, ხოლო ნაწილი კი წარმოიშვა ხელისუფლების კანონთან შეუსაბამო მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, პრობლემის გამოსწორებისთვის აუცილებელია: საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა და პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების ზრდა; პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ეფექტური ინფორმირება; პრეზიდენტისათვის გადაწყვეტილების მისაღებად გადაცემული წარდგინების სრულყოფილად დასაბუთება და კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა", - მიიჩნევენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.