Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/manana-manjgaladze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/manana-manjgaladze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/manana-manjgaladze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/manana-manjgaladze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
პრეზიდენტი მზად არის, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჩამორთმეული მოქალაქეობა ისევ მიანიჭოს
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა 10 ათასზე მეტ პირს შეუწყდა. მისივე განმარტებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჩამორთმეული მოქალაქეობა ისევ მიანიჭოს. მანჯგალაძემ მედიას დღეს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც გააცნო. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გადმოგზავნილი დასკვნების საფუძველზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს 10 ათასზე მეტ მოქალაქეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირები წარმოადგენენ, როგორც ეთნიკურ ქართველებს, ისე საქართველოს ეთნიკიურ უმცირესობას. საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ, მათ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს. ეს განცხადება მათ უნდა წარადგინონ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში (იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ერთეულში), საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. განცხადებების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. ჩვენი მიზანია, რომ ისინი დამატებითი სირთულეების წინაშე არ აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეობის იძულებით დატოვების გამო. ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოაღნიშნულ პირებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიანიჭოს მოქალაქეობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.