Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/1060183_695455540480894_2043694284_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია ადგილობრივ თვითმმართველობას "ნაციონალებთან" საეჭვო კოჰაბიტაციაში ადანაშაულებს (video)
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმოქმებობაში დასდო ბრალი. თენგიზ ჯგუშიამ აღნიშნა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური კურსის მიმდევრია და ოქტომბრის მოვლენებს ქართველი ხალხის მონაპოვარს უწოდებს, თუმცა ამავე დროს იგი მუნიციპალურ დონეზე სიტუაციის უმართაობაზე საუბრობს. მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები ნაციონალურ მოძრაობასთან საეჭვო კოჰაბიტაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარესთან ლევან კონჯარიასთან გარიგებაში მყოფი გამგებელი და მოადგილეები მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ.ჯგუშიამ ასევე დასძინა, რომ მათ თანამდებობები უკანონოდ აქვთ მიტაცებული. ჯგუშიას განცხადებას გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯგუშია არის დაქირავებული პიროვნება, რომელიც დაკვეთას ასრულებს, მას თავისი ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია ხოლო მის მიერ წამოყენებული ბრალდებები კი სიმართლეს არ შეესაბამება. „ეს არის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა როცა გამგეობა ჯგუშიას ნათქვამზე აკეთებს კომენტარს,“- აღნიშნა სართანიამ. ჯგუშიას მხრიდან ბრალდებები გაისმა "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა გოგიას მიმართაც, „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ „სოდის“ ყოფილი თანამშრომელი და ყოფილი „ნაციონალი“ ლაშა გოგია უწყლოდ დარჩენილ რიყის მოსახლეობას დაემუქრა, რომ არ გაემართათ საპროტესტო აქცია. ჯგუშია ბრალდებას "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა გოგიამ აბსურდული უწოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.