ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობის ნაწილს წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შეუვიდათ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, ზურაბ ჯამბურია განმარტავს რომ დატბორვის მიზეზი უხვი ნალექია. მისი თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდებულია.
"გაგვიმართლა, რომ ზღვაზე შტორმი არ იყო და წყალი ზღვამ პრობლემის გარეშე მიიღო." - აღნიშნა ჯამბურიამ.
ჯამბურია ქალაქის დატბორვის ერთ- ერთ მიზეზად არასაკმარისი რაოდენობის სატუმბ სადგურებს ასახელებს.
ფოთში სულ 7 სატუმბი სადგურია, ჯამბურიას განმარტებით ყველა მათგანი გამართულად მუშაობს, თუმცა ეს არასაკმარისია. ჯამბურიას თქმით, პრობლემების სრულად მოგავრებისთვის ქალაქს 16 სადგური ესაჭიროება.
მასალის გამოყენების პირობები