Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/41.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/41.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/41.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/41.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ოჯახს, რომელიც თავს ნათხოვარი ძროხით ირჩენს სოციალური დახმარება მოუხსნეს (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის მკვიდრი, ვალერიან ცაავას სამ სულიანი ოჯახი, გაუსაძლის საცხოვრებო პირობებს უჩივის. ცაავები ამბობენ, რომ მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა  მათ სოციალური დახმარება, გაურკვეველი მიზეზების გამო, მოუხსნეს. მათივე განმარტებით, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო მეზობლისგან ნათხოვარი ძროხა, 100 კგ-მდე თხილი და 50 კგ დაფნაა. ვალერიან ცაავა მეუღლესთან, ნანა ღურწკაიასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიულ სახლში ცხოვრობს. მათი თქმით, წვიმის დროს  მათ საცხოვრებელ სახლში წყალი ჩამოდის, რის გამოც იატაკი და ფანჯრები დალპა. ვალერიან ცაავამ რადიო „ათინათთან“ საუბარში განმარტა, რომ მათი პრობლემებით მთავრობის წარმომადგენლები არასდროს დაინტერესებულან და თავი დღემდე მეზობლების დახმარებით გააქვთ. ცაავების ოჯახის მძიმე სოციალურ პირობებზე მეზობლებიც საუბრობენ.[gallery columns="4"] „შემეცოდნენ და ჩემი ძროხა ვათხოვე, რომ რძით ისარგებლონ. როცა წვიმს ბავშვი ჩემს სახლში მიმყავს დასაძინებლად, აქ ყველა ოთახში წყალი ჩამოდის“,- ამბობს რუბენ ქობალია. ვალერი ცაავა ჯანმღთელობის პრობლემასაც უჩივის. მას დიაბეტი აქვს და სტაციონალურ მკურნალობას საჭიროებს, თუმცა ოჯახს ამის სახსრები არ გააჩნია. ზუგდიდის სოციალური დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცაავების ოჯახის მდგომარეობა მათთვის კარგადაა ცნობილი. „ოჯახს 59 520 სარეიტინგო ქულა მიენიჭა, რაც ოჯახის მხოლოდ სამედიცინო პოლისით დაზღვევას ითვალისწინებს, დაზღვევა ძალაში ივლისის თვეში შევიდა", - აცხადებს სოციალური აგენტი შალვა ესართია. მისივე განმარტებით, ცაავების ოჯახის დეკლარაცია სრულყოფილადაა შევსებული, თუმცა ქულების მინიჭება თბილისში, სპეციალური პროგრამით  ხდება და ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.