სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატიფო ჯგუფის ერთერთი ლიდერი ანი წითლიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დღეს დაგეგმილ აქციაზე განცხადებას აქვეყნებს საიდანაც ვიგებთ, რომ - „გუბერნიის შენობასთან თენგიზ გუნავას მხადსაჭერი აქცია გაიმართება, სადაც გუნავას მეგობრები და უბრალოდ ახალგაზრდები გააპროტესტებენ გუნავას დაპატიმრების ფაქტს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, გუნავას დაკავება იყო წინასწარ გათვლილი, საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელოში უნდა მოიშორონ ყველა ვინც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა, ყველას ვისაც პროდასავლური კურსი აქვს. გუნავა არის ქვეყნის პატრიოტი, რომელიც კბილებით იცავდა რეგიონს ოკუპანტებისგან. ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას აიყვანონ პირად კონტროლზე გუანავას“- ნათქვამია განცხადებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დაკავებასთან დაკავშირებით რადიო “ათინათთან“ კომენტარს აკეთებს. წითლიძე გუნავას დაკავების ფაქტს უსამართლოდ მიიჩნევს და განმარტავს რომ - „გუნავას გადაცემას 2008 წელს ითხოვდნენ რუსი ოკუპანტები, რადგან გუნავა იყო ის ადამიანი ვინც 9 წელი სისიხლი გაუშრო ოკუპანტებს და რეგიონში მათ წინააღმდეგ ურთულეს ოეპრაციებს ხელმძღვანელობდა, ის რაც ვერ შეძლეს ოკუპანტებმა სასამრთლო განაჩენით ლანგარზე მიუტანა საქართველოს პრორუსულმა ხელიფულება გუშინ. მაგრამ ჩვენ ამით ვერ გავგვტეხავენ გუნავას დაკავებით ნურავის ექნება ილუზია ანტიოკუპაცვიური მოძრაობის სამეგრელოში შეჩერების. არც ერთი ნაბიჯი უკან, ჩვენს უკან საქართველოა“ -განაცხადა წითლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები