გუშინ, 12 ივლისს დაკავებული სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას ოჯახი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა მოინახულა და თანადგომა გამოუცხადა.
სერგო რატიანმა გუნავას ოჯახში სტუმრობისას აღნიშნა, რომ თენგიზ გუნავა უწესიერესი ადამინია, რასაც მისი საცხოვრებელი სახლიც მოწმობს. მისივე თქმით, გუნავა ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდა და ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მისი ოჯახი ღარიბულად ცხოვრობს.
საპარლამენტო უმცრესობის წარმომადგენელმა თენგიზ გუნავას შვილებს უთხრა, რომ მათ ძალიან კარგი მამა ჰყავთ და არაფრის უნდა რცხვენოდეთ.
„დამთგრგუნველია ის რაც ხდება დღეს საქართველოში. ჯაშუშებს, ჯალათებს, რელიგიურ ექსტრემისტებს და მწამებლებს ანთავისუფლებენ და იჭერენ ადამიანს, რომელიც აგვისტოს ომის გმირი იყო. მან ყველაფერი გააკეთა, რომ სამეგრელოში არ ყოფილიყო ნარკოტიკები“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სერგო რატიანმა.
თენგიზ გუნავას მეუღლის თეა ჭაბუკიანისთვის, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მეუღლის დაკავება მოულოდნელი იყო, ხოლო მის მიმართ არსებული ბრალდებები წარმოუდგენელი.
თენგიზ გუნავას ოჯახისთვის უცნობია გასაჩივრდება თუ არა გუნავას საქმე სააპელაციო სასამართლოში.
მასალის გამოყენების პირობები