Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/gunavaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
"დასჯილი ოკუპანტებთან ბრძოლისთვის"-ზუგდიდში გუნავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
"ახდა რუსული ოცნება, გუნავა ციხეშია",  "თავისუფლება გმირებს". მსგავსი შინაარსის ლოზუნგებით დღეს ზუგდიდში თენგიზ გუნავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. რამდენიმე ათეულმა პიროვნებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დაკავება სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მდუმარე აქციით გააპროტესტა. აქციის ორგანიზატორმა, სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ლიდერმა ანი წითლიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ გუშინ საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ გუნავას განაჩენი ლანგარზე მიართვა პუტინის რუსეთს. „ნურავის ექნება ილუზია, რომ გუნავას დაკავებით სამეგრელოში ანტიოკუპაციური მოძრაობა შეწყდება-არც ერთი ნაბიჯი უკან ჩვენს უკან საქართველოა“,-აღნიშნა ანი წითლიძემ. „ვაპროტეტებ გუნავას დაკავებას, ქვეყანაში სადაც გმირებს იჭერენ, ქურდებს და გამაუპატიურებლებს კი გარეთ უშვებენ“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბაჩუკი ქვარცხლიამ. აქციაზე თვითმმართველ ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი დარეჯან ცხვიტარიაც იმყოფებოდა, რომელმაც მედიასთან საუბარში განმარტა, რომ გუნავა პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. „საქართველოში ყველა იმ ადამიანს აპატიმრებენ, ვინც ივანიშვილს არ დაუჩოქა", - აღნიშნა ცხვიტარიამ. თენგიზ გუნავას მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში მშვიდობიანად დასრულდა. გუნავას დაკავება დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს. შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გუშინ სასამართლო პროცსზე იქნა დაკავებული. მას 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. თენგიზ გუნავა დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში – ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.