ინგრედიენტები:
1/2 ჭიქა კარაქი
4 ოთხკუთხედი ტკბილ-მწარე შავი შოკოლადის(60%)
2 კვერცხი+2 კვერცხის გული
1/4 ჭიქა შაქარი
2 ჩაის კოვზი ფქვილი
ცოტაოდენი კარაქი და ფქვილი ფორმებისთვის
გააცხელეთ ღუმელი 230C გრადუსადე(450F). მოაცხეთ კარაქი და მოაყარეთ ფქვილი სუფლეს 4 ჭიქას.
გათქვიფეთ კვერცხი და კვერცხის გულები შაქართან ერთად თეთრი შეფერილობის თხელი მასის მიღებამდე.
გაადნეთ შოკოლადი კარაქი ერთად ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ნელ-ნელა ჩაუმატეთ კვერცხის მასას და კარგად შეურიეთ. მალევე ჩაუმატეთ ფქვილი და კარგად შეურიეთ.
მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ ფორმებში და აცხვეთ 6-7 წუთის განმავლობაში. ნამცხვრების ზედაპირი რბილი იქნება. ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან და სტუმრებსა თუ ოჯახის წევრებს მაშინთვე გაუმასპინძლდით!
მასალის გამოყენების პირობები