დედა ღვთისას სამოსლის დადების დღესასწაულზე ზუგდიდში მრევლი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდის.
ღვთისმსობლის კვართი ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმდან სასულიერო პირებმა დაახლოებით 9:20 საათზე გამოაბრძანეს და ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძარში დააბრძანეს.
მას შემდეგ , რაც ზუგდიდისა და ცაისის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე წირვა-ლოცვას აღავლენს და ტაძარში შეკრებილი ასოეულობით მორწმუნისთვის იქადაგებს, კვართზე მთხვევის ცერემონიალი იწყება. მსურველებს სიწმინდესთან მიახლების საშუალება საღამომდე ექნებათ.
[gallery columns="4"]
მუზეუმიდან საკათედრო ტაძარში კვართის გადმობრძანების მსვლელობისას მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას ვლაქერნობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა და აღნიშნა რომ დღევანდელი დღე უდიდესი დღესასწაულია მართმადიდებლური სამყაროსთვის.
ერთერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია — პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება, ვლაქერნობის დღესასწაული კი ყოველი წლის 15 ივლისს იმართება.
მასალის გამოყენების პირობები