აბერძნეთი-თურქეთის საზღვართან, საბაჟო გამშვებ პუნქტზე 20-მდე მიკროავტობუსია გაჩერებული და საქართველოს მოქალაქეებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, უკვე მეოთხე დღეა საზღვართან უწევთ ყოფნა.
საზღვარზე გაჩერებული ქართველები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, დღისთ და ღამით მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მინდორში უწევთ ყოფნა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება "მოამბესთან" საუბარში ქართველები ამბობენ, რომ მესაზღვრეები მათ თანხას სთხოვენ, თუმცა გადასახადი აქამდე დაწესებული არ იყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარე საზღვარზე დაწესებული შეღავათებით სარგებლობდა. გადასახადისგან გათავისუფლების ვადა კი 30 ივნისს ამოიწურა. პირველი ივლისიდან საზღვარზე ახალი ნორმა მოქმედებს, რის შესახებაც მესაზღვრეები ყველას აფრთხილებენ.
თურქულ მხარესთან მ ოლაპარაკებებში ჩართულია ეკონომიკის სამინისტროც
მასალის გამოყენების პირობები