Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/fexburtiiiiiiiiiiiiiiiiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/fexburtiiiiiiiiiiiiiiiiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/fexburtiiiiiiiiiiiiiiiiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/fexburtiiiiiiiiiiiiiiiiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ლევან ყიფიანი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ გულშემატკივრებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმში“ საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს შეხვდა. ფეხბურთის გულკშემატკივრებმა მინისტრს კლუბ „ზუგდიდის" გადარჩენა სთხოვეს. მათი თქმით, თუ კლუბმა ფინანსური დახმარება არ მიიღო, გუნდი რამდენიმე დღეში დაიშლება. ფეხბურთის ქომაგებმა მინისტრს ასევე, ზუგდიდში სტადიონის არ არსებობის შესახებ ესაუბრნენ. ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის როლანდ მაქაცარიას განმარტებით, კლუბმა მიმდინარე სეზონში თამაში, რომ შეძლოს მინიმუმ 500 ათასი ლარი სჭირდება. „დაუშვათ ადგილობრივ ბიუჯეტს არა აქვს თანხები, ცენტრალუერი ხელისუფლება, ხომ უნდა დაეხმაროს? სხვა გვარად რა ხელისუფლება ხარ?! გარანტად მინისტრი უნდა დადგეს, რომ გუნდი ჩემპიონატიდან არ გავარდეს“, - აცხადებს როლანდ მაქაცარია. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გულშემატკივრებს განუცხადა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს კლუბ "ზუგდიდის" გუნდის შენარჩუნებისთვის. თუმცა მისივე განმარტებით, თანხების აკუმლირებისთვის დროა საჭირო , რადგან ყველა პროცესი კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს. მინისტრმა გულშემატკივრებს განუცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ბიუჯეტი, მომდვნო წლებში, 1,5 მილიონ ლარამდე გაიზრდება. მინისტრის ამ განცხადებაზე ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და გულშემატკივრებმა აღნიშნეს, რომ გუნდს თუ სასწრაფოდ არ გაეწია ფინანსური დახმარება, ის ერთ კვირაში დაიშლება და აღდგენას წლები დასჭირდება. მინისტრისა და ფეხბურთის ქომაგების შეხევრდას, ასევე ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები. ედიშერ თოლორაიამ ფეხბურთის გულშემატკივრებს უთხრა, რომ კომბინატში სტადიონის მშენებლობა გადაწყვეტილია და ის უახლოეს პერიოდში აშენდება. მისივე განმარტებით, მან ეს დაპირება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრის, დავით ნარმანიასგან მიიღო. ზუგდიდის ფეხბურთის გულშემატკივრებმა მინისტრთან შეხვედრაზე  განაცხადეს, რომ თუ საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ დაიშლება და საფეხბურთო სტადიონი არ აშენდება, საპროტესტო აქციებს გამართავენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.