ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საკითხზე მომუშავე სპეციალური კომისია უახლოეს დღეებში დაკომპლექტდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ განუცხადა. მისივე თქმით, კომისიის წევრები იქნებიან ბოტანიკოსები, რომელთა ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„ბოტანიკური ბაღი განადგურების პირასაა. იქ არის უნიკალური ხეები, რომლებსაც სერიოზული შესწავლა სჭირდება. კომისია, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და მეცნიერებათა აკადემიასთან შეთანხმებით შისწავლის ამ საკითხს და ყველაფერს თავისი კვალიფიკაცია მიენიჭება“, - აცხადებს ედიშერ თოლორაია.
მისივე განმარტებით, გამგეობა ასევე გეგმავს ბოტანიკური ბაღის ა.ა.ი. პ შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბაღის მოვლა-პატრონობაზე.
მასალის გამოყენების პირობები