„უკვე სამი თვეა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა პარალიზებულია და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“ -ამის შესახებ განცხდება დღეს, ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ გააკეთა.
უბილავა აღნიშნავს, რომ მთავრობის უმოქმედობის მიზეზი არის ის, რომ ეს ადამიანები აფხაზეთის მთავრობის თავმჯომარის მოვალეობის შემსრულებელ, ვახტან ყოლბაიას ბოიკოტს უცხადებენ.
უბილავას ინფორმაციით მთავრობის წარმომადგენლებს შექმნილი აქვთ ე.წ „შტაბი“, სადაც ყოველ დღე იკრიბებიან და საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის გეგმას სახავენ. მათ შორის არიან აფხაზეთის მთავრობის ფინანსთა მინისტრი თამაზ კვარაცხელია და აფხაზეთის მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში მევლუდ ჯაჭვლიანი.
„მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ხალხს უმოქმედობისთვის ბოდიში მოუხადეს. მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანები არ დადიან სამსახურში მაინც იღებენ სახელფასო ანაზღაურებას-,“ აღნიშნა უბილავამ და აქვე მოუწოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და საფინანსო პოლიციას, რომ გამოიძიონ აფხაზეთის ხელისუფლებაში წლების განმავლობაში თანხების არამიზნობრივი ფლანგვის ფაქტები.
ნონა უბილავა მოითხოვს რომ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ზუგდიდში და ხალხს აუხსნან , თუ რატომ არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ასევე დაიწყონ ერთმანეთში მოლაპარაკებები და განახორციელონ დევნილი მოსახლეობისთვის საჭირო პროექტები.
მასალის გამოყენების პირობები