წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალდიდობაა. გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილია მოსახლეობა ფახულანის, საჩინოს და ჯგალის თემში. ჩქვალერი–წალენჯიხის ცენტრალურ ტრასაზე მემეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ამ მონაკვეთზე შეწყვეტილია მოძრაობა. ასევე, ადიდებულია მდინარეები და ღელეები. ამის შესახებ რადიო "ათნინათს" წალენჯიხის გამგეობიდან აცნობეს.
მათივე განმარტებით, ქალაქის ტერიტორიაზე კერძოდ კალანდიას ქუჩაზე 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორილია. თუ წვიმა უახლოეს საათებში არ გადაიღებს შესაძლებელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც დაიტბოროს. განუმარტეს რადიო "ათინათს".
მასალის გამოყენების პირობები