ზუგდიდის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ პრამიერის კენჭისყრის პროცედურა დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, კენჭისყრის შედეგები დაახლოებით 6 საათზე გახდება ცნობილი. მომიტინგეები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდში ჩასვლა გააპროტესტეს, ამ დრომდე ტეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და პრაიმერის დასრულებას ელოდებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდიდან „ისე უნდა გააცილონ, როგორც ეკადრებათ“.
პრაიმერში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატებმა დელეგატებთან შეხვედრისას რეგიონის განვითარებაზე, უსაფრთხოებაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები