ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის ინციდენტში მონაწილე 10–მდე აქტივისტი სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. სავარაუდოდ, დაკავებულები ზუგდიდის სამმართველოს შენობაში არიან გადაყვანილნი. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ისინი დაიშლებიან და დაკავებული აქტივისტების მდგომარეობის გასარკვევად პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლებენ.
აქტივისტების დაკავება, მათ მიერ სამართალდამცავებისთვის წინაარმდეგობის გაწევის და ბარიკადების გარღვევის მცდელობას მოყვა.რის შემდეგ პოლიციამ 9 აქტივისტი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით ერთ–ერთი მათგანი „ქართული ოცნების" აქტივისტი კოტე გურგულიანია.
ზუგდიდის თეატრის შენობა პრამერში მონაწილე რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის დავით ბაქრაძემ უკვე დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები