"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის ინციდენტისას დაკავებულ 12 პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამ დროისთვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია. მათ ბრალი 166-ე მუხლით წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, გუშინ, 20 ივლისს ზუგდიდის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მორიგი ტურის დაწყების წინ, პარტიის მოწინააღმდეგეებმა საპრეზიდენტო კანდიდატებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 12 ადამიანი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები