ზუგდიდში დაკავებულთა მიერ განხორციელებული დარღვევა 100-ლარიანი ჯარიმის ზღვარს არ სცილდებოდა. ამის შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გააკეთა.
"ამ საქმის გარემოებები და დეტალები ჩემთვის უცნობია. რაც ვიცი არის ის, რომ სანქცია, რაც კანონით არის გათვალისწინებული ასეთი დარღვევების დროს, ის გამოიყენა მოსამართლემ და თავად პოლიციის მხრიდანაც იყო სწორედ ამაზე საუბარი და მოთხოვნა, რომ ისეთი დარღვევა იყო, რომელიც არ სცილდებოდა 100-ლარიანი ჯარიმის ზღვარს და ეს იყო პოლიციის მხრიდანაც დადასტურებული", - განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მიმდინარეობისას დაკავებული საპროტესტო აქციის 12 მონაწილე, რომელიც წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 100-ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები