20 ივლისს ზუგდიდში, ცოცხებისა და ბოთლების სროლის ფონზე ჩატარებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერისის შესახებ რადიო „ათინათმა“ ხალხში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობა თეატრთან განვითარებულ მოვლენებს უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ განსხვავებული აზრის გამოხატვის მსგავსი ფორმა მიუღებელია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა დამენია მიიჩნევს, რომ 20 ივლისის აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ იყო ორგანიზებული, ხალხი კი სოფლების რწმუნებულების მიერ ჩამოყვანილი.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა უარყოფს აქციის ორგანიზებაში გამგეობის წევრების მონაწილეობას და აღნიშნავს, რომ პროტესტს წინა ხელისუფლებისგან განაწყენებული ადამიანები ემოციურად გამოხატავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები