ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის სარეკლამო პლაკატების განთავსების ადგილები განისაზღვრა. ქალაქის ტერიტორიაზე სარეკლამო პლაკატებისათვის, სპეციალური სტენდები, საკრებულოს გადაწყვეტილებით, 7 უბანში განთავსდება. ესენია: ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია (ც.დადიანის ქუჩა), რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია (ქუჯის ქუჩა), აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია (გულუას ქუჩა), სავაჭრო ცენტრ „ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორია (მარცხენა სანაპიროს ქუჩა), საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორია (თამარ მეფის ქუჩა), უნივერსიტეტის და ფაიფურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია (ი,ჭავჭავაძის ქუჩა) და შ.პ.ს „ავტოსადგური“-ს წინამდებარე მოედანი (ბერიას ქუჩის დასაწყისი).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში კი, სადაც სპეციალური სტენდები არ იქნება, საარჩევნო სუბიექტების პლაკატების განთავსება ნებადართულია შენობა-ნაგებობებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულისა.
საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებზე, საკულტო შენობებზე (ტაძრები, მონასტრები), ადმინისტრაციულ შენობებზე და ა.შ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების თანახმად, საარჩევნო პლაკატებისთვის სპეციალური სტენდების დამზადება გამგეობას დაქვემდებარებულ ა.ა.ი.პ. „კეთილმოწყობის ცენტრს“ დაევალა.
ამავე განკარგულების თანახმად, საარჩევნო პლაკატების განთავსების წესების დარღევის აღკვეთა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს დაევალა.
ზუგდიდის საკრებულოს ზემოაღნიშნული განკარგულება ძალაში უკვე შესულია.
მასალის გამოყენების პირობები