Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/llllllllllllll_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
„მოქალაქეთა მონაწილეობა გზების რეაბილიტაციის პროექტებში”- შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში დღეს, 23 ივლისს თემაზე - „მოქალაქეთა მონაწილეობა გზების  რეაბილიტაციის პროექტებში”  შესახებ შეხვედრა გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელების განმარტებით, შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოქალაქეთა თანამშრომლობის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  მოქალაქეებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 40-ზე მეტ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და ამ სამუშაოებისთვის ჯამში 9 მილიონზე მეტი დაიხარჯება. მისივე განმარტებით, სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან 400 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. „იმ ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც წელს ვერ ხერხდება, მომავალ საბიუჯეტო წლებში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებს გიორგი თოდუა. მოქალაქეებმა  შეხვედრაზე  თავიანთი ქუჩის პრობლემებზე იოსაუბრეს, და აღნიშნეს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ქუჩაა, რომელიც  სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. მათ შორისაა, მე 9-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 7 ქუჩას მოიცავს, საჯვაროს უბნის 9 ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა და სხვ. მოქალაქეების თქმით, მათ ქუჩებში  ასევე, მოუწესრიგებელია კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემები, რომელიც იწვევს მოსახლეობის დატბორვას და ეკლოგიის საფრთხეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.