ინგრედიენტები:
თევზი 4, საშუალო ზომის
ბეკონი 60 გ
მარილი
ლიმონი 1
თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, გაამშრალეთ. მოაყარეთ მარილი შიგნიდან და გარედან. ლაყუჩების ადგილას ჩაუდეთ ლიმონის ნაჭრები.
შეგიძლიათ, რამდენიმე ადგილას კანი ჩაუჭრათ, რომ ბეკონის არომატი უკეთ შეითვისოს. გარედან შემოვახვიოთ სიფრიფანად დაჭრილი ბეკონი.
შევწვათ ღუმელში, 180 გრადუსზე, დაახლოებით 20-30 წუთი.
სუფრასთან მივიტანოთ მსუბუქ გარნირთან ერთად!
მასალის გამოყენების პირობები