„C არ იCდის“ - ამ სახელწოდებით ზუგდიდში დღეს, 27 ივლისს, ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით , ფლეშ მობი გაიმართა. აქციის მონაწილეები ფარმაცევტული კომპანიებისგან, რომლებიც ჰეპატიტს სამკურნალო პრეპარატებს აწარმოებენ, მედიკამენტების გაიაფებას მოითხოვენ.
„ეს პრეპარატი აუცილებელია C ჰეპატიტის პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ბრენდირებული პრეპარატი არ უნდა იყიდებოდეს, როგორც ძვირადღირებული ბრენდის სამოსი. მკურნალობა არ უნდა იყოს ფუფუნება. მედიკამენტების გაიაფების დროა! " - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ფლეშ მობში, ასევე მონაწილეობას იღებდნენ პაციენტთა ჯგუფის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აქციას თბილისიდან შეუერთდნენ.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში C ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული და აქედან მხოლოდ 1% ახერხებს მკურნალობას.
ცნობისთვის, საქართველოში C ჰეპატიტიის სრული მკურნალობის ფასი 15 ათასი ამერიკული დოლარია. ჰეპატიტის მკურნალობას სახელმწიფო არ აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები