ასოციაცია „ათინათის“, „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ და „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოალიცური პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში დღეს, 28 ივლისს გაიმართა შეხვედრა სოფლების - ანაკლიისა და განმუხურის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები.
შეხვედრებზე ასევე მოკვლეულ იქნა კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რაც გათვალისწინებული იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში.
პროექტის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
პროექტი ხორციელდება“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები