ინგრედიენტები:
მარწყვი 100 გ
კივი 100 გ
ყურძენი 100 გ
ვაშლი 100 გ
ბანანი 100 გ
ლიმონი 1
არაჟანი 400 გ
ნაღები 32% -36% 100 მლ
ვანილის შაქარი 1 პაკეტი
პიტნა
ლიმონი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.
ხილი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად.
არაჟანი და ნაღები ვანილიან შაქართან ერთად ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე, დავამატოთ ლიმონის ცედრა და წვენი. თუ კრემის სიტკბო არ გვაკმაყოფილებს, შეგვიძლია დავამატოთ შაქრის პუდრა გემოვნებით.
ხილი გავანაწილოთ ჭიქებში, მოვასხათ კრემი და 30 წუთით მაცივარში შევდგათ. მირთმევის წინ მოვრთოთ პიტნის ფოთლებით
მასალის გამოყენების პირობები