გუშინ სენაკში ძლიერი წვიმის შედეგდად დატბორილი რამდენიმე ათეული სახლი გაწმენდილია, წყალი ამოტუმბილია. ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა.
სენაკში დღეს დილით რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია იმყოფებოდა.მან დაზარალებული ოჯახები დაათვალიერა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მინისტრის მოადგილე მათ სანიაღვრე არხების გაწმენდის საკითხებში დახმარებას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები