ამის შესახებ რეგიონური განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განუცხადა. მისივე განმარტებით, სტიქიის შედეგად უმეტეს წილად საგზაო და წყლის სისტემები დაზიანდა.
"სენაკში გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით დათვლილია. საუბარია 800 000 ლარამდე ინფრასტრუქტურულ ზიანზე, რაც საგზაო და წყლის სისტემებს მიადგა. აქედან გამომდინარე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავაყენებ საკითხს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ევაკუაცია გუშინ სენაკიდან მოხდა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს უკვე დაუბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები