საქართველოში ბუნების ძეგლების დაცვის სპეციალური კანონი იმოქმედებს. "ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ" – ასე ეწოდება კანონპროექტს, რომლის რეგულირების სივრცეში შევა : სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი – ბალდის კანიონი, ინიორეს ჩანჩქერი და ტობას პირველი მღვიმე, ტობას ჩანჩქერი და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლი, ასევე მოთენას მღვიმე, ჯორწყუს მღვიმე, ოჩხომურის ჩანჩქერი, ნაზოდელაოს მღვიმე, მდინარე აბაშის ჩანჩქერი და გოჭკადილის კანიონი და სხა ბუნებრივი ძეგლები.
შემუშავებული კანონპროექტით დგინდება აღნიშნული ბუნების ძეგლების ფართობი და საზღვრები. განსაზღვრულია მის ფარგლებში არსებული მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსის მოვლა, დაცვა და აღდგენა.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა მოამზადა, პარლამენტში ინიცირებულია.
პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები