საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტს უბრუნდება.
მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას გათვავისუფლების შესახებ განკარგულება ამა წლის 31 ივლისს გასცა. ასევე პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით გუნავას ნასამართლეობაც მოეხსნა.
შეგახსენებთ, რომ გუნავას სახელმწიფო სახსრებისა და სამი ათასი ლარის ბენზინის ტალონების მითვისების ბრალდებით ოთხ წლიანი პატიმრობა 12 ივლისს მიუსაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები