ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოსს შანსს, უწოდებს, რომელმაც მსოფლიოს უნდა აჩვენოს სტაბილური, პოლიტიკური და წარმატებული საინვესტიციო კლიმატი.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებით დაინტერესებულია მთელი მსოფლიო.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ იყოს ძალადობა. ისეთი ინციდენტები, როგორიც ჩვენ ვნახეთ, მაგალითად ზუგდიდში, როდესაც ადამიანები ისროდნენ ქვებსა და ბოთლებს, აღარ უნდა განმეორდეს. დღეს მთავრობისგან მოვისმინეთ, რომ დაუყოვნებლივ დაისჯებიან ადამიანები, ვინც ასე იქცევა და უზრუნვეყოფილი იქნება უსაფრთხოების ზომები, რათა კანდიდატებმა შეძლონ უსაფრთხო კამპანიის წარმოება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.
ამერიკის ელჩის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მცირერიცხოვანი პარტიების როლსაც შეეხო.
"მნიშვნელოვანია მასაც ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა დაფინანსებაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობასა და მედიაზე. ვფიქრობ, ესეც არის საკითხი, რომელზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს. მომავალი არჩევნები არის საქართველოს შანსი გადაშალოს ახალი ფურცელი, იყუროს მომავლისკენ და აჩვენოს მსოფლიოს, რომ არის სატაბილური, პოლიტიკური და წარმატებული საინვესტიციო კლიმატი. ვფიქრობ, ეს არჩევნები ამის მტკიცებულება იქნება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები