ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია „ენერგო - პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გამგებლებს შეხვდა. კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნულ რეგიონებში ჩატარებული სამუშაოები გააცნო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
კახა კალაძემ გამგებლებისგან რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემები პირადად მოისმინა.
კომპანია „ენერგო - პრო ჯორჯია“ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინდივიდუალურ მრიცხველს 50 ათასამდე აბონენტს დაუმონტაჟებს. გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურ ფაზაში 1 მაისიდან შევიდა. ასევე ცნობილია, რომ შემდგომი ორი წლის განმავლობაში დამატებით 140 ათასი აბონენტის გამრიცხველიანებაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები