ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მონადირეთა სპეციალურმა ჯგუფმა მგელი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მტაცებლის ხროვამ სოფელი სერიოზულად დააზარალა.
ნადირმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. მოსახლეობამ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რის შემდეგაც ზუგდიდის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა მონადირეთა ჯგუფი გამოყო და მგლის ლიკვიდაცია განხორციელდა.
მონადირეების თქმით, მიმდინარე ტერიტორიაზე მგელი კიდევ არის და მათზე ნადირობა მომავალ კვირას გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები