დღეს, 3 ივლისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის გაზგასამართ სადგურე აფეთქება მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ერთი ადამინაი და ორი მოქალაქე კი სხვადასხვა დაზიანებით ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც ექიმები აცხადებენ მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათი სტაციონარში დარჩენის აუცილებლობა არ გამოიკვეთა.
სოფელ ცაისში უბედური შეთხვევა ავტომობილში გაზის ჩატუმბვის დროს მოხდა. ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური. რამ გამოიწვია აფეთქება, ამ დროისთვის უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები