კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე, მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე მარგიშვილი დღეს წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ეწვევიან.
მინისტრი და მისი მოადგილეები დაათვალიერებენ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მუზეუმებს, ასევე ესტუმრებიან ტერენტი გრანელის სახელობის სახლ-მუზეუმსა და ჩხოროწყუს კულტურის სახლს.
დღის ბოლოს დაგეგმილია შეხვედრა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
მასალის გამოყენების პირობები