ზუგდიდში მცხოვრები ჩარგაზიების ოჯახი 9 დღეა 24 წლის თეონა ჩარგაზიას ეძებს. როგორც თეონა ჩარგაზიას და, თამთა ჩარგაზია აცხადებს, მისი და თბილისში, ლილოს ბაზრობაზე ყოფნის დროს გაუჩინარდა, რის შემდეგაც სამძებრო ღონისძიებებია დაწყებული.
დაკარგულის და აცხადებს, რომ თეონა ჩარგაზიას გაუჩინარებისას საფულეში მხოლოდ 10 ლარი ჰქონდა, რაც მის გატაცებას, ან ყაჩაღობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები