მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში 14 ივლისს მდინარე ენგურში გადავარდნილი 4 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად სამუშაოებში სპეციალური აღჭურვილობით აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.
დაკარგულები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულთა ნათესავები ითხოვენ, რომ სამუშაოები არ შეჩერდეს და პროცესში შესაბამისი აღჭურვილობა იყოს გამოყენებული.
მასალის გამოყენების პირობები