დღეიდან დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროს ზოლზე ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების გამგე, დოდო გვაზავას განმარტებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დღეიდან გამოიდარებს და ჰაერი +29 გრადუსამდე აიწევს. ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეიდან ამინდი გამოსწორდება და ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება.
თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ღამით +20, დღისით +28 გრადუსი
მასალის გამოყენების პირობები