საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა პრობლემებს მიეძღვნა. შეხვედრაში ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიაც მონაწილეობდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ქალთა უფლებების დამცველები.
მინისტრის განცხადებით, კონფლიქტისპირა რეგიონებში უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ნორმალური ცხოვრების საშუალება ჰქონდეს.
მასალის გამოყენების პირობები