Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/afxazeti-zugdidi-devnilebi-omi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
დევნილების მძიმე სოციალურ პირობებზე ზუგდიდში კიდევ ერთხელ ისაუბრეს
ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით დღეს ზუგდიდის გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი, მძიმე სოციალური პრობლემების მქონე დევნილი ოჯახებისთვის, ადილზე სწარაფი დახმარების გაწევა იყო. დევნილთა უმრავლესობა რომელიც კომპაქტურადაა ჩასახლებული, საკუთარ სოციალურ პრობლემებზე საუბრობს. როგორც ავად განმარტავენ, მათ ძირითადად უმუშევრობა და მძიმე სოციალური პრობლემები აწუხებთ. „500 ლარამდე ელექტოენეგრგიის დავალიანება გვქვს და უშუქოთ ვიყავით.მძიმე ავადმყოფები გვყავს და იძულებულები გავხდით ჩევნ თვითონ ჩაგვერთო შუქი. ახლა გვაქვს დენი მაგრამ დავალიანებას ვერ ვიხდით, არ ვიცი როდის გაგვითიშავენ. დახმარებას დაგვპირდნენ. ასევე გვაქვს ძალიან ცუდი საცხოვრებელი პირობები, გვაწვიმს და იატაკი დამპალია, ბავშვების იქ ყოფნა საშიშია“ - უთხრა რადიო „ათინათს“ ანაკლიის საბავშვო ბაღში ჩასახლებულმა დევნილმა, მაია ბულიამ. დევნილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ირაკლი ქოჩუას განმარტებით, დევნილების პრობლემების უმრავლესობა, რომელიც შეხვედრაზე გაჟღერდა, მოგვარებადია. „რამდენიმე საკითხი ადგილზე გადაწყდა. რამდენიმე მოგვარებადია და მალე გადაწყდება. თუმცა ყველაზე რთული საკითხი არის განსახლება, რომლის გადაწყვეტას დრო სჭირდება. მშენებლობები დაწყებულია და მომავალი წლისთვის ყველაზე გაჭირვებულ დევნილებს თავშესაფარი მიეცემათ“- აცხადებს ირაკლი ქოჩუა. „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“, შესახებ პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით. პროექტი ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით. შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, დევნილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისისა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.