აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ანაკლიის "მომავლის ბანაკში" გაემგზავრნენ.
მოზარდები 10 დღის განმავლობაში მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მიიღებენ.
პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამის "მომავლის ბანაკის" ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები დევნილი და არადევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ბავშვების ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება.
მასალის გამოყენების პირობები