„სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს 8 აგვისტოს სიმბოლურად ენგურის ხიდზე მუდმივი მშვიდობის მანიფესტს მოაწერეს ხელი. მოძრაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კონფლიქკურ მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირების გზა სახალხო დიპლომატიაზე გადის.
„სახალხო მიოძრაობის“ ლიდერმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა ნესტან კირთაძემ აღნიშნა, რომ 5 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომმა ხელახლა ჩაითრია ნანრგრევებში ჩვენი ქართველების, აფხაზებისა და ოსების სამომავლო ურთიერთობები.
„ჩვენ ამ ნანგრევებიდან ამოვიყვანთ ამ ურთიერთობას და ვეტყვით ჩვენს ნათესავ ხალხებს, რომ ყველაზე დიდი გზა ჩვენი ურთიერთობებისა ეს არის მშვიდობა,“-განაცხადა ნესტან კირთაძემ.
მისივე თქმით იგი ენგურის ხიდიდან მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მუდმივი მშვიდობა ავიდეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში და საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს ახალი დეფინიცია, რომელშიც ჩაიწერება მუდმივი მშვიდობის ახალი მექანიზმების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები