ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ქვარაიას მიმართულებით ისროლეს. ინციდენტი გუშინ, საღამოს კომბინატის დასახლებაში მოხდა. თვითმხილვეველის ინფორმაციით, ქვარაიას მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელო ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ ერთხელ ისროლა, დანარჩენი რამდენიმე გასროლა კი უმისამართოდ მოხდა.
მერაბ ქვარაიამ მისი მიმართულებით გასროლა დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ ვინ ესროლა მას. ქვარაიას განცხადებით, ინციდენტს თვითმხილველები ჰყვას და მას სამართალდაცავები გამოიძიებენ.
„ვადასტურებ, რომ ჩემი მისამარტით გაისროლეს, სხვა დეტალებზე საუბრისაგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებ“,- განუცხადა ჯურნალისტებს მერაბ ქვარაიამ.
მერაბ ქვარაიას სამართალდამცავები გამთენიამდე კითხავდნენ. სავარაუდოდ, ასევე დაკითხულია სხვა მოწმეებიც.
გავრცელებული ინფორმაქციით, ჯგუშიასა და ქვარაიას შორის ფიზიკური დაპირისპირება სოფელ რიყეში დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება და რასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სოფელ რიყეში აგვისტოს ომში დარუპული ჯარისკაცების პატივისმისაგებად იყვნენ ჩასულები.
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა წუხელ ჟურნალიტებთან საუბარში გასროლის ფაქტი არ უარყო და არც დაადასტურა. მისი თქმით, მან დაიცვა საქართველოს, ზუგდიდისა და რიყის მოსახლეობის ღირსება.
„მე მონაჭორებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე ვიცი ერთი რამე, მებრძვიან სიმართლისთვის, მებრვიან ადამიანები რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამეგრელოში დამალონ კრიმინალური ქმედებები. აქედან გამომდინარე ჩემს გზას, სიმართლისთვის ბრძოლისთვის, ყვალანაირად უღობავენ გზა. ღირსების დაცვა ჩემი მოვალეობა არის,“- განაცხადა ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში თენგიზ ჯგუშიამ.
კითხვაზე, ქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან გასროლის ფაქტს, ჯგუშია პასუხობს, რომ „ჩემი მხრიდან იყო საქართველოს, ზუგდიდის და რიყის ღირსების დაცვა“.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები