დღეს, 9 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საზოგადოებრივი მოძრაობის "დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახა მიქაიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლომ მიქაიას 8 აგვისტოს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
თავის მხრივ მიქაია თავს სამართალდამრღვევად არ სცნობს და აცხადებს რომ "თუ პრეზიდენტი კიდევ ჩამოვა სამეგრელოში ისევ გააპროტესტებს და თავიდან გადაიხდის 100 ლარიან ჯარიმას".
სამართალდამცავებმა საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი გუშინ, 8 აგვისტოს მაშინ დააპატიმრეს, როცა ის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული რკინის ჯებირების გარღვევას ცდილობდა.
მასალის გამოყენების პირობები