მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ქვედა ზონის სოფლები დაიტბორა.
სოფელ ნაჯახაოში, ლეხაინდრაოსა და ედიდგარში წვიმამ საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და თხილნარი დატბორა, ასევე დატბორილია სასათბურე მეურნეობა, დახოცილია შინაური ფრინველი და საქონელი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა დანელიამ რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ ზარალის დამთვლელი კომისია ადგილზე ამ წუთებში მუშაობს და ზარალის ზუსტი ოდენობა ხვალისთვის იქნება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები